“გულის ჯიბეში უპოვეს ფოტო, რომელზეც ქალია გამოსახული, წარწერით – დედა” – მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სია

January 22, 19:29
0
3903

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე AMBEBI.GE გა­ნაგ­რძობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბას.

ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო და­კარ­გუ­ლი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლებ­ზე მუ­შა­ობს, იმ ქარ­თვე­ლე­ბის სიას აწ­ვდის, რომ­ლე­ბიც ნო­ვო­რო­სი­ის­კის აღე­ბი­სას და­ი­ღუპ­ნენ. ბევ­რი მათ­გა­ნის გვარ-სა­ხე­ლი სო­ფელ მი­ცხა­კოს სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ოს ობე­ლის­კზეა და­ტა­ნი­ლი, სა­და­ნაც კო­მი­სი­ის წევ­რმა სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ან­მა ამო­ი­წე­რა და კო­მი­სი­ის მიერ მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცის შე­ა­და­რა. მათი ნეშ­თის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ოჯა­ხებს ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე არ ჰქონ­დათ.

ქა­ლაქ ნო­ვო­რი­სი­ის­კის სო­ფელ მი­ცხა­კო­ში და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ის გვარ-სა­ხე­ლე­ბიც არის, ვის მო­ნა­ცე­მებ­საც მკი­თხვე­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში გვაწ­ვდიდ­ნენ და მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვ­დნენ.

მაშ ასე მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ ახალ სიას, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხის წლე­ბის გან­მა­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი წევ­რი ან ახ­ლო­ბე­ლი ამო­იც­ნოთ;

გი­ორ­გი გა­ბუ­ჩია (ან გა­ბე­ჩია) ლუ­კას ძე – და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, ბა­თუმ­ში. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 6 თე­ბერ­ვალს.

იო­სებ ივა­ნეს ძე ბა­გა­და­ძე – და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ეთ­ვა­ლის­ში. 1942 წლის დე­კემ­ბრამ­დე ით­ვლე­ბო­და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად, თუმ­ცა ნო­ვო­რო­სი­ის­კში, სო­ფელ მი­ცხა­კოს სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზეა დაკ­რძა­ლუ­ლი.

შალ­ვა ვა­სი­ლის ძე ბან­ტუ­რი­ძე – და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ურეკ­ში. 1943 წლის ივ­ლი­სი­დან უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია, ნო­ვო­რო­სი­ის­კში, სო­ფელ მი­ცხა­კოს სა­ერ­თო საფ­ლავ­ზე.

უშან­გი ნეს­ტო­რის ძე აბე­სა­ძე – და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხრეთ­ში. უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 25 მა­ისს.

ალექ­სან­დე აბ­დუ­ლაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს წალ­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კუშჩ­ში. გვარ­დი­ის სერ­ჟან­ტი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 18 მა­ისს.

ნი­კო­ლაი მა­იბ­რო­ტის ძე აზ­ნი­აშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1895 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კი­სის­ხევ­ში.

ლადო ვლა­დი­მე­რის ძე გრა­მი­ტოს (პი­რად დო­კუ­მენ­ტა­ცა­ში წე­რია გრა­ში­ტო) ალა­ვი­ძე – და­ბა­დე­ბუ­ლი 1895 წელს, ცა­გე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ირ­მე­ში. აქამ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია სო­ფელ მი­ცხა­კო­ში.

არ­კა­დი ვა­სი­ლის ძე ალი­მაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1899 წელს. უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 23 აპ­რილს ქა­ლაქ სტა­ლი­ნო­ში (ახ­ლან­დე­ლი დო­ნეც­კი). და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია სო­ფელ მი­ცხა­კო­ში.

სოსო (იო­სებ) და­ვი­თის ძე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­ლო­ვან­ში, ნალ­ვო­რანთ კარი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის მა­ის­ში, ნო­ვო­რო­სი­ის­კში, სო­ფელ მი­ცხა­კო­ში. გუ­ლის ჯი­ბე­ში, პი­რად დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად უპო­ვეს ფოტო, რო­მელ­ზეც ქა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, წარ­წე­რით – დედა.

რო­მან ილი­კოს ძე ბა­ღაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1892 სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოდ­ბე­ში. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 18 იან­ვარს.

ზა­ურ­ბეკ გუ­დოს ძე ვა­ნიშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ამინ­ში.

მი­ხე­ილ გი­ორ­გის (ან გრი­გო­რის) ძე სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს თბი­ლის­ში, სო­ფელ დი­ღომ­ში. წო­დე­ბა – სერ­ჟან­ტი. ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 12 ივ­ნისს.

(გაგრძელება)

Cesko