39 Views
სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი პატარა ვარ“ მორიგ ისტორიას აქვეყნებს.
როგორც პოსტშია აღნიშნული, 7 წლის გოგოს, 23 წლის ბიჭი აუპატიურებდა.
„აღარ შემიძლია, ისევ ჩემი მეზობელი, ისევ და ისევ… ფიქრების ვეღარ ვიშორებ, ვერ ვივიწყებ… აქამდე მეგონა, შემეძლო ამასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ საკმარისად ვერ ვარ ძლიერი.
7 წლის ასაკში მეზობელი მაუპატიურებდა, 23 წლის ბიჭი და ეს ყველაფერი ჩემი თანხმობით ხდებოდა. მეგონა, კარგი იყო… გესმით, მეგონა, ნორმალური იყო და მეც ყველაფრის უფლებას ვაძლევდი… მეგონა, მართლა არ უნდა მეთქვა მშობლებისთვის, როგორც მაფრთხილებდა. დამნაშავე ვარ… როგორ ვერ მივხვდი… მას ვაპატიე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. აღარ მინდა სიცოცხლე,“ – ვკითხულობთ პოსტში.