გჯერათ პოზიტიური და ნეგატიური ენერგეტიკის?- რა ნივთები არ უნდა შეინახოთ სახლში გამოსაჩენ ადგილას?

0
673
23 Views

საიდუმლო არ არის, რომ ყველა სახლს თავისი ენერგეტიკა აქვს. ეს ენერგეტიკა სულიერ სიმშვიდეს მოგვიტანს თა დამთრგუნველად იმოქმედებს, თავად მაცხოვრებლებზეა დამოკიდებული. როგორც გიგანტური ფაზლი, რომელიც უამრავი წვრილი ნაწილისგან შედგება, ასე შედგება საცხოვრებელი სახლი წლების განმავლობაში დაგროვილი მოვლენებისა და ნივთებისგან. ამ უკანასკნელში შედის თილისმები, რომელსაც წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს პატრონისთვის. რა ნივთებზეა საუბარი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.ჩვენ შევკრიბეთ განსაკუთრებული ნივთების ჩამონათვალი, რომელიც უცხო თვალისგან მალულად უნდა შეინახოთ. მაშინაც კი, თუ არ გჯერათ სხვადასხვა ნიშნების, ჯობია ყურადღება მიაქციოთ. დადებითი ენერგიის მატარებელი ნივთები ყველაზე ძვირფასია, განძი კი უცხოებისგან მალულად უნდა იყოს შენახული.

რისი შენახვა არ შეიძლება გამოსაჩენ ადგილას?

ადამიანები სხვადასხვანაირები არიან: არიან კარგები და არც ისე. მათი ენერგეტიკის ზეგავლენით, უწყინარი ნივთები შეიძლება სახიფათო გახდეს. აი, ჩამონათვალი იმის, რის დადებაც არ შეიძლება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას:

ხატები, ამულეტები, თილისმები – ასეთი ნივთები მფლობელის ძლიერ ენერგეტიკას ატარებენ და არ არის სასურველი ვინმე შეეხოს. ამიტომ ხატებს ათავსებენ მიუწვდომელ კუთხეში, მაგალითად, ზედა თაროებზე. ამულეტები და თილისმები შეგიძლიათ თან ატაროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ სხვას ხელში, ან დაათვალიერებინოთ. უკეთეს შემთხვევაში ისინი დაკარგავენ თავის ძალას, ხოლო უარესში – თავისი მფლობელის მტერი გახდებიან.
ძველი ფოტოები – ფოტოები, რომელზეც გარდაცვლილი წინაპრები არიან გამოსახული. მათი ენერგეტიკა ათწლეულების მანძილზე ინახებოდა. როდესაც ასეთი ფოტო სხვის ნეგატიურ ხელში ხვდება, უსიამოვნების მომტანია. პირადი ფოტოები მხოლოდ მათ ანახეთ, ვისაც ენდობით. ნუ შეინახავთ სურათებს, რომელიც განწყობას გიფუჭებთ და ცუდ მოგონებებს აღგიძრავთ. ისინი ნეგატიურ ენერგიას ატარებენ.
სამკაულების ყუთი – არ შეიძლება სამკაულების გამოფენა ყველასთან, მითუმეტეს, მათი მოსინჯვა. ძვირფასი მეტალები მარტივად იღებენ სხვის ნეგატიურ ენერგიას. შედეგად, თქვენი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა ცვალებადი გახდება და გამოიფიტება.

რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ ახლავე?

ძველი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი – ყველას გექნებათ სახლში მოძველებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ისინი წლობით დევს კარადაში ყოველი შემთხვევისთვის. იცოდეთ, რომ ასეთი ნივთები იზიდავენ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც დროთა განმავლობაში ტრანსლირდება მთელს სახლზე. არ დაგენანოთ მათი გადაყრა, ყველაფრის, რაც არ გჭირდებათ, რასაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. მოიშორეთ ყველაფერი უსარგებლო და იგრძნობთ, როგორ გაგინთავისუფლდებათ გარემო და ემოციური მდგომარეობა.
ნიჟარები – ზღვიდან წამოღებული ნიჟარები ითვლებოდა სასიამოვნო სუვენირად, მაგრამ მათი სახლში შენახვა არ შეიძლება! გაითვალისწინეთ, რომ ის მოლუსკის სახლი იყო და ეს ერთი შეხედვით უწყინარი ნივთი, მაგნიტივით იზიდავს ნეგატიურ ენერგიას, სხვადასხვა პრობლემებს ავადმყოფობებს, წარუმატებლობას.
გატეხილი სარკე, შუშა, ჭურჭელი – ბიოენერგეტიკოსები გვარწმუნებენ, რომ გატეხილი ნივთები შთანთქავენ დადებით ენერგიას და გარდაქმნიან ნეგატიურად. გატეხილ სარკეში ჩახედვა განსაკუთრებით საშიშია: ქმნის მარტოობის საფრთხეს, მიაქვს სილამაზე და ახალგაზრდობა. რა საჭიროა ბედის გამოცდა? მოიშორეთ სასწრაფოდ. იგივე შეიძლება ითქვას, გაბზარულ და გატეხილ ჭურჭელზეც.

წყარო:paparazzi.ge

Cesko