გუშინ რუსთავში, VII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, ნაცნობ-მეგობრები, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ. გამთენიისას, ერთი არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. “ინფორ რუსთავის” ცნობით, მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი სკოლის მოსწავლე იყო.
ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ნარკო კომას.
„უწესიერესი ოჯახის შვილი, შეგნებით სავსე ხალხი. უსაყვარლესი დანიელი, როგორ წაგიცდა ფეხი შვილო“.
„მისმა დედამ 5 საუკეთესო შვილი აღზარდა, თავი შეიკავეთ უაზრო აზრების გამოთქმისგან ხვალ თქვენთვისაც მოიცლის წუთისოფელი“.
„დანი შვილო, რით ვანუგეშოთ შენი მშობლები და და-ძმა.დიდი ტკივილი ხარ”.
„ეს ბინა ვინც იყიდა თვალით არ გვინახია არავის.ერთხელ მივუკაკუნე ვიღაცეები იყვნენ, ქირაობა მინდა ამ ბინის და მეპატრონის ნომერი მომეცით-მეთქი და არ გვაქვს ნომერიო. ეტყობა, გაფრთხილებული ჰყავს მეპატრონეს“.
„როდესაც გავიდნენ სადარბაზოდან შემთხვევით ვიყურებოდი ფანჯარაში და დავინახე, რომ იყვნენ არასრულწლოვნები, რამაც გამაგიჟა, მანქანის საბარგული აავსეს დარჩენილი სასმელებით. მაგ დროს ყველას სტუმარი ჰყავს და რას მიხვდები ვისთან იყვნენ“, – წერენ მეზობლები.