იტალიაში, ქურდობისთვის ქართველი ქალი დააკავეს – “ნაქურდალის დაბრუნება მოსთხოვეს და პერსონალს მუშტები და წიხლები დაუშინა”

January 11, 15:06
0
911

იტალიაში, ქალაქ ბარში ქურდობის ფაქტზე ქალი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ინფორმაციას exclusivetv.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იგი მაშინ დააკავეს, როცა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძვირად ღირებული საქონლის მოპარვას ჩანთაში დამალვას ცდილობდა.

ქურდობაში ბრალდებული მაღაზიის თანამშრომლებმა ქურდობის პროცესში შეამჩნიეს და ნაქურდალი საქონლის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რის შემდეგაც მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა და მაღაზიის პერსონალს მუშტები და წიხლები დაუშინა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებული, თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა.

Cesko