ზაზა სარალიძის მოულოდნელი კომენტარი განაჩენის შემდეგ  – ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს

0
1039
31 Views

“ვითხოვ, ყველა ბავშვი გამოუშვან ციხიდან, მე მათ ვპატიობ… ბრძოლას ვაგრძელებ სამოხელეო დანაშაულზე” – ზაზა სარალიძის კომენტარი განაჩენის შემდეგ

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ნაბ­დეს პა­ტიმ­რო­ბა 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით მი­ე­სა­ჯა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში გა­მო­ცხად­და. გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ად­ვო­კა­ტის და­ვით და­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

“სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, არ ვი­ცით გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ვე­ლო­დე­ბით წე­რი­ლო­ბით რო­დის გად­მოგ­ვე­ცე­მა გა­ნა­ჩე­ნი და ამის მი­ხედ­ვით მო­ვიქ­ცე­ვით შემ­დგომ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ჩივ­რდე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და და­დი­ან­მა.

ზაზა სარალიძე:

– რა შე­ფა­სე­ბა უნდა გა­ვა­კე­თო… ორი კვი­რით, თუ ერთი თვით ადრე მე უკვე გა­მოვ­თქვი ჩემი აზრი, რომ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის კუ­თხით სა­მარ­თა­ლი აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლას ვპა­ტი­ობ და­ნა­შა­ულს, დარ­ჩა მხო­ლოდ სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლი – ვი­თხოვ დად­გეს პრო­კუ­რო­რე­ბის (ფხა­კა­ძის, გუ­გუშ­ვი­ლის და ფი­ფი­ას) პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

ვი­თხოვ, ყვე­ლა ბავ­შვი გა­მო­უშ­ვან ცი­ხი­დან, მინ­და, პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლოს ისი­ნი. იქ­ნე­ბი­ან თუ არა ისი­ნი ცი­ხე­ში, ამას უკვე აღარ აქვს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ზუ­რა­ბიშ­ვილს რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე და ახ­ლაც, თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით მივ­მარ­თავ, შე­ი­წყა­ლოს ისი­ნი.

ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვა­კე­თე ამა­ზე გან­ცხა­დე­ბა, ხმას არ ვი­ღებ და თა­ნახ­მა ვარ ყვე­ლა­ფერ­ზე, მეტი რაღა ვქნა. ახლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას იმის­თვის, რომ და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას ხელს უშ­ლი­და და აფერ­ხებ­და.

 

Cesko