ჟურნალისტი ელისო კილაძე აქვეყნებს ინფორმაციას 17 წლის მოზარდზე, რომელიც გუშინ პოლიციელის ძალადობის მსხვერპლი გახდა.
,,ჩვენი ჟურნალისტი იმყოფება იმ შშმ ბიჭის სახლში. უკიდურესი სიდუხჭირე, გამათბობელიც კი არა აქვთ, ოთხი შვილი. ორი სახელმწიფომ წაიყვანა აღსაზრდელად. კატასტროფა ხდება… არც იურისტებს მოუკითხავთ, არც პოლიტიკოსებს!” – დაწერა კილაძემ.
ოჯახის უფროსი არამ ამბარსთუმოვი კი ჟურნალისტტან საუბრისას ამბობს, რომ უსახსრობის გამო, მათი გათბობის საშუალება გაზის შიდა წვის გამათბობელია, რომელიც სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშია:
“მრავალშვილიანი ოჯახი ვართ, ოთხი შვილი მყავს, მაგრამ ორი სახელმწიფომ წაგვართვა და მათ ჰყავთ გადაყვანილი აღსაზრდელად, კვირაში ორჯერ ვახერხებდით მათ ნახვას, მაგრამ კორონას გამო ახლა მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია მოვინახულოთ. ოთხივე წაყვანილი ჰყავდათ, მაგრამ უფროსები იპარებოდნენ ხოლმე და ამიტომაც ახლა ჩვენთან არიან. ბავშვების გადაყვანის შემდეგ მათი კუთვნილი დახმარებაც მოგვიხსნეს, ახლა 350 ლარს ვღებულობთ, მეუღლეც მუშაობს ცოტას და ამით გაგვაქვს თავი”.