„აღიარეთ, რომ დღეს ფემინისტები საკუთარ თავდაჯერებულობაზე დაეთხლიშეთ!” – რას წერს მძინარაშვილი

0
555
18 Views

ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმეს ეხმაურება და საზოგადოების ნაწილს მოუწოდებს, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას თავი დაანებონ.

“თავი დაანებეთ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას!

აღიარეთ, რომ დღეს ფემინისტები საკუთარ თავდაჯერებულობაზე დაეთხლიშეთ!

სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და არა თქვენს ემოციებზე და ხუშტურებზე!

სასამართლოში უნდა წარგედგინათ, თუ რამე მტკიცებულება გქონდათ!

აქამდეც არაერთხელ განუხილავთ ოჯახური ძალადობის საქმე და ბევრი ახლაც იხდის სასჯელს!

და არა მარტო საქართველოში!

აგერ, კევინ სპეისს აურიეს ცხოვრება და დაუნგრიეს კარიერა კრეტინული ბრალდებებით და ამერიკის სასამართლომ ის კაცი უდანაშაულოდ ცნო!

მაგრამ, რა ეშველება დაკარგულ წლებს, განადგურებულ კარიერას?! ვინ აუნაზღაურებს იმ ზარალს?!

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლება კი არ არის პრობლემა, პირიქით, პრობლემა ის იქნებოდა, უდანაშაულო კაცი დამნაშავედ რომ გამოეცხადებინათ და ციხეში ჩაესვათ!

და ეს უნდა გაეკეთებინათ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ფემინისტური პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულიყო?!

ამ თავხედებს შეხედეთ, რა!

P. S. კიდევ ერთხელ ვიტყვი:

თავი დაანებეთ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას!

ქართული ფემინიზმის დედებო და დეიდებო, ისიც ქალია და ახლა თქვენ ძალადობთ, როცა ტელეეთერში შეურაცხყოფას აყენებთ!”, – წერს მძინარაშვილი.

ცნობისთვის, მოდელი ნელი დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა. 21 ოქტომბერს სპორტსმენი სასამართლომ გაამართლა.

tia.ge

Cesko