ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

October 22, 13:04
0
349

თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება მოხდა.

„იმედინიუსს“ აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი.

შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 (109) და 236 მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას ითვალისწინებს.

Cesko