საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი, ბესიკ დევდარიანი გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ზალკალიანი ავრცელებს.
“შოკისმომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა, სიტყვებს ვერ ვპოულობ წარმოუდგენელი ამბავია, არც კი ვიცი რა ვთქვა. კიდევ რამდენ სიკეთეს და სითბოს დატოვებდა ამ ქვეყანაზე. მუდამ ხალისიანი და მომღიმარი, მისი ხითხითი ახლაც ჩამესმის ყურში. განსაკუთრებით ბოლო წლებში ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა-ვიზიტები, გადაფრენები, დიდი თუ მცირე კონფერენციები. ხანდახან წავეჩხუბებოდი, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, წყენა სწრაფად მავიწყდებოდა.