წყალი 17 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

0
631
24 Views

10 ოქტომბერს, GWP მე-5 მიკრორაიონის N9ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღსადგენად სამუშაოებს ატარებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე რთული ფარული დაზიანების დასადგენად სადიაგნოსტიკო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები. ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები დღეს, 10 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10 ოქტომბერს, 15:00 საათიდან 11 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-4 კორპუსს, ნუცუბიძის I, II, IV, V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩა N211, 221, 223, ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ვარაზის, ფერმწერთა, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარზემის, ა. ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის და კედარის ქუჩებს. შავგულიძის ქუჩა N7, 7ა, მინდელის ქუჩა N3, 5, სოფელ თხინვალას.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

Cesko