“სააკაშვილი იმსახურებს რომ იყოს პატიმარი… ივანიშვილი არ გაუშვებს მას ციხიდან” – ხიდაშელი

0
3007
15 Views

პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი, “ტვ პირველთან” ამბობს:

პოპულარული ნარატივია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმიტომაა ციხეში, რომ მას პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა საქართველოში – არ ვიზიარებ მე ამ ნარატივს.

მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს რომ იყოს პატიმარი, ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლის გამოც ის უნდა იყოს ციხეში, მაგრამ ის პატიმარი იმიტომ არ არის რომ დანაშაულებები ჩაიდინა და არც იმიტომ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა საქართველოში, ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, მისი პირადი ანგარიშსწორებისთვის, აქ აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, უკრაინაში, თუ მთვარეზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ბიძინა ივანიშვილი მას ციხიდან არ გაუშვებს, ის არის მისი, პირადი, ადამიანურად პირადი და არა პოლიტიკურად, ანგარიშსწორების ამბავი და ამ ანგარიშსწორებით ის ტკბება, ის ბედნიერია ამით და ამიტომ არ გაუშვებს მას ციხიდან. ყველაფერი რაც ხდება სააკაშვილის თავს, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის ამბავი, ეს არის ამ ერთი კაცის პირადი ანგარიშსწორების საქმე. მე არ ვიცი ეს ანგარიშსწორების ზღვარი სად გადის და სიკვდილ–სიცოცხლეზე გადის, თუ არა.

ეს უნდა ვთქვა აუცილებლად – ჩვენი საზოგადოების უბედურება კარგად ჩანს სააკაშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით – ერთი კაცი არ არის საქართველოში, ერთი კაცი, რომელზეც ყველა ამ ქვეყანაში შეთანხმებული ვიქნებით, რომ ისეთი მაღალი პროფესიული ეთიკის მქონე ექიმია… კარგი ექიმები რომ არიან ამ ქვეყანაში, ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ისეთი მაღალი პროფესიული ეთიკის მქონე ექიმი, რომ საპატიმროდან გამოსული მისი სიტყვა იქნება ყველასთვის მისღები… ხვდებით? პოლიტიკოსზე კი არა, ექიმზე ვერ ვთანხმდებით, ექიმზე, რომლის სიტყვაც დამაჯერებელი იქნება, მართლა ასეთი მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, თუ ვიღაცა სპეკულირებს ამითი?

Cesko