სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტური განაახლა და ამჯერად ქალაქ თბილისის 140-ე სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ პრეზენტაცია ზოგადი ენერგეტიკის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ. ტურის ფარგლებში, უფროსკლასელები ასევე ესტუმრნენ სსე-ის კუთვნილ ქვესადგურს „ნავთლუღი-220“, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.
ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შემეცნებით ტურს 2016 წლიდან ახორციელებს.