ვინ არის უცხოელი, რომელმაც “ორ ნაბიჯში” თანამშრომლები სცემა? – ახალი დეტალები

October 5, 13:22
0
948

უცხოელი, რომელიც მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” თანამშრომელსა და მომხმარებელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციამ დააკავა.

„დაიჯესტის” ინფორმაციით, უცხოელი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 239 მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Cesko