21 Views
ესპანეთში ქართველ კრიმინალთა ორგანიზაცია დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულებს ბრალად ედებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით 14-მდე სახლის ძარცვა.