ქუთაისში, ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი გოგო გარდაიცვალა

0
1596
36 Views

ქუთაისში, ავარიის დროს დაშავებული მეექვსე მგზავრი, რომელიც რამდენიმე დღე კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„რა ვთქვა, სიტყვები დამელია, თვალში ცრემლი დამიშრა. უშენობა როგორ გადავიტანო… ძლიერი მეგონე, როგორ დაგვტოვე და როგორ მიაბარე შენი სული ანგელოზებს, ჩემო თვალციმციმა გოგო. გული საბოლოოდ მომიკალი, დამადუმე. ყველას დიდი იმედი იყავი მირო, სად წახვედი… ნათელში იყოს შენი სული, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩემო უსაყვარლესო გოგო“ – წერს გოგონას მეგობარი.

„ეკა, მირანდა… გამიგია თქვენი მეგობრობის შესახებ, როგორი მყარი მეგობრობა გქონდათ. ისევე გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში, ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის. მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით.

არასდროს დამავიწყდება თქვენი ჟრიამული, თქვენი ღიმილი, არასდროს დამავიწყდება ისიც, როგორ ხელჩაკიდებული მორბოდით… რომ დამინახავდით, ორივე როგორ თბილად ჩამეხუტებოდით და მეტყოდით, მარი-მარი, ჩვენ ძალიან გვიყვარხარო და ისევ თბილად ჩამეხუტებოდით.

დამაკლდება თქვენი სითბო მაგრამ გამახსენდება ის, რომ ჩემი ორი და ერთად არის იმ ქვეყნად. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი და ნათელი თქვენს ხსოვნას“, – დაწერა გოგონების მეგობარმა.

წყარო: primetime.ge

Cesko