“ესეც იკადრა… შესაძლოა, ისიც უთხრას ვინმეს არანორმალურია და არ დაიჯეროთო… – ნატალი ღვედაშვილი

October 5, 13:06
0
594

ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილი, ალექსი პატურაშვილი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. პატურაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნატალი ღვედაშვილმა შვილის, პატარა ალექსის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში მომხდარ მოვლენებზე სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ნატალი წერდა, რომ ბექამ ის შვილის გარდაცვალების მეორე დღეს მიატოვა და ყველგან დაბლოკა, საიდანაც მასთან დაკავშირება შეეძლო. პოსტის დაწერის და გავრცელების შემდეგ, როგოც ნატალი ამბობს, ბექა საინფორმაციო სააგენტოებიდან მის წაშლას ითხოვდა.

“ჩემი პოსტი ააღებინეს ბევრი საიტიდან. ვიღაც-ვიღაცეებს კი ასე ვთქვათ “ზევიდან” დაარეკინეს, მიაწერინეს რომ წაშალეთ და ეს ამბავი არ არის ნამდვილიო. ესეც იკადრა. თუმცა თვითონ ზის ჩუმად დამალული თავის შენობაში და სხვებს აწერინებს. შესაძლოა ისიც უთხრას ვინმეს არანორმალურია და არ დაიჯეროთო, ეს ძალიან პრიმიტიული თავდაცვის მექანიზმია და მოსალოდნელი იყო. მე ამ სიმართლეს გავიტან ჩემი ღირსებისთვის, ჩემი გულისთვის, ალექსისთვის, ყველა იმ ადამიანის გულისთვის ვისაც ასე პირი გაუკერეს, არ ალაპარაკეს, სასიკვდილოდ დაჭრეს და ვისაც უსამართლოდ მოექცნენ ყველაზე ჯოჯოხეთურ მომენტში”, – წერს გვედაშვილი.

Cesko