ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტოტალური ტვინის დაზიანება. ოპერაცია ტარდებოდ,ა რომ მოვედი. რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი, როგორ გაირტყა, ამიხსენით, – აცხადებს 28 წლის პატიმარის, გურამ სვანიძის დედა, ნათია შენგელია.
“ფსიქიატრიულში გადმოუყვანიათ, ვიფიქრე, რომ კარგია ალბათ ფსიქიატრიულში რახან არის. ფანჯრიდან დავინახე გუშინ და მეგონა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად, მაგრამ მოვდივარ დღეს დილას და მეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტოტალური ტვინის დაზიანება. ოპერაცია ტარდებოდა რომ მოვედი. რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი, როგორ გაირტყა, ამიხსენით. ფსიქიატრიულიდან გადაწყვიტეს, რომ გადაეყვანათ უკან ისევ ციხეში, გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში გამოკეთდებოდა. არ იყო კარგად, არ იყო მზად, რომ ციხეში გადაეყვანათ”, – აცხადებს პატიმრის დედა, ნათია შენგელია.
28 წლის გურამ სვანიძე კლინიკაში თავის არეში მიყენებული გამჭოლი ჭრილობით მიიყვანეს, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის სვანიძე მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, სვანიძე, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იყო, გლდანის ციხიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მდგომარეობის დამძიმების გამო ორი დღის წინ გადაიყვანეს. გასროლა კი დღეს გამთენიისას მოხდა, როცა კლინიკაში ციხის საბადრაგო სამსახური მივიდა.
ოჯახს სამართალდამცავებმა მომხდარის ვერსიად პატიმრის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა შესთავაზეს. უთხრეს, რომ გურამ სვანიძემ ბადრაგს იარაღი გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცაცდა.