23 Views
თელავიდან გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა, ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დედა ადასტურებს.
“დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას” – ამბობს დედა.
ჯერ-ჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში. ოჯახის წევრები და ახლობლები 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლიბლებთან ერთად, ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.