ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

0
467
35 Views

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ავრცელებს.

გამოყოფილი თანხა უკრაინის მოქალაქეების სოციალურ და ფინანსურ დახმარებას, კერძოდ საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის საჭირო ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას და ექიმების, პედაგოგებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაცემას მოხმარდება.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი უკრაინას დახმარებას მსოფლიო ბანკის მეშვეობით გადასცემს.

Cesko