22 Views
რუსეთი დროებით უარს ამბობს სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულებასა და საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს ოფიციალურად აცნობა.
უწყების თანახმად, მიზეზი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებია.
ორმხრივი შეთანხმება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ, თითოეული მხარისთვის ბირთვული ქობინების შემცირებას ითვალისწინებს.
შეთანხმება 1991 წლიდან მოქმედებს.