,,უნდა მოეშვას ყველა სააკაშვილის ,,დიაგნოზებზე,, საუბარს” – იაგო ფრანგიშვილი

0
1470
106 Views

,,უმორჩილესად ვთხოვ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსაც და მის ვიზიტორ ექიმებსაც, რომელთაც მართლა აწუხებთ მისი ბედი და მისი სიცოცხლე,
როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ხელიდან არ იქნას გაშვებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვის უმნიშვნელოვანესი შანსი.

ეს შანსი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ
ევროგაერთიანების ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო და ევროგაერთიანების ოფიციალური ინსტიტუციები, რომელთაც აქვთ პატიმრის სიცოცხლის დაცვაზე მეთვალყურეობა,
როგორმე უნდა დარწმუნდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა,
მისთვის რაიმე დიაგნოზის დასმა,
იმ პირობებში და გარემოებაში, რაშიც პატიმარი იმყოფება, უკვე თვეების მანძილზე ვერ ხერხდება და ვერ მოხერხდება.

აი ეს უნდა იყოს უმთავრესი საქმიანობა ყველა იმ ადამიანისა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვა სურს.

საუბარი მეშვიდე თუ მერვე დიაგნოზზე და არასწორ მკურნალობაზე აპელირება არის მიხეილ სააკაშვილის განწირვა.

ყველა ინსტიტუცია, რომელსაც მიმართავთ, მიიღებს თქვენ დასკვნასთან ერთად თქვენს საწინააღმდეგო დასკვნასაც სხვადასხვა და თქვენ წარმოიდგინეთ და ,,არასამთავრობო,, ორგანიზაციიდან, რომ
,,მკურნალობა სწორია,,
ამის პრობლემა პრორუსულ სისტემას არააქვს.
საკმაოდ ბევრია ,,საკუთარი არასამთავროებიც,, და დარწმუნებული ვარ რომ გარკვეული ელჩების დონეზეც კი მოახერხებენ ამის გაკეთებას.

აპელირება იმაზე, რომ პატიმარს აქვს ,,პოსტტრავმატული გადატვირთვის,, თუ ,,დაზიანების,, სინდრომი,
აი ესეც სრულიად გამოუსადეგარი არგუმენტია.
უბრალოდ ნახეთ პატიმრის კოდექსის მუხლი 57​1. ,,სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი,,
აქაა ჩამონათვალი, თუ რისი გამოყენებაა დაშვებული ქართული და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ.
ნახეთ ეს ,,გამოყენებულ სპეციალური საშუალებები,,
წაკითხვის დროსაც კი შეიძლება ტრამვატულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

მე ამ ყველაფრით იმისი თქმა მსურს, რომ

უნდა მოეშვას ყველა ,,დიაგნოზებზე,, საუბარს.
ეს სამედიცინო თვალსაზრისითაც არასერიოზულია და დილეტანტურია.
რომელ ,,დიაგნოზზეა,, საუბარი, განსაკუთრებით ნევროლოგიურზე თუ ზოგადად სომატიურზე, როცა არც აპარატიული დიაგნოსტიკა ჩატარებულა სათანადო მოცულობისა და ხარისხის,
არც ის დადგენილა, რაც ჩატარდა, რა ხარისხით ჩატარდა და მართლა ამ პატიმრისაა ეს ,,კვლევები,, თუ არა.

რაც შეეხება ,,ფსიქიატრიული,, კატეგორიებით ,,ჟონგლირებას,, აქ საქმე უფრო სერიოზულია, რადგან, ფსიქიატრიული ტესტირება ხდება წყნარ გარემოში, გამოცდილი ფსიქიატრის მიერ და რაიმე მეთოდიკით.
ეს საშუალება საჭირო მოცულობით და საჭირო გარემოში ციხეში უბრალოდ ვერაფრით ვერ მოხერხდება.
ამისათვის ,,ჩვეულებრივი,, პატიმრებიც კი უპრობლემოდ გადაჰყავთ სპეციალურ კლინიკაში დიაგნოსტიცირების გამო მაინც.

აი ეს არის უმთავრესი ახლა, რომ
ყველა დაინტერესებულმა და სუბიექტურმა მხარემ, რომელსაც სურს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა მთელი თავისი სუბიექტით, უნდა მოახერხოს და აი ეს შემდეგი გზა უნდა მისცეს არგუმენტაციას:
,,პატიმრის დიაგნოზის დადგენა არსებულ პირობებში და გარემოებაში აქამდე ვერ მოხერხდა და ვერ მოხერხდება ამ პირობისა და გარემოების შეცვლის გარეშე,,.

რაც უნდა ,,დამატებითი რეგულაციები,, მოიძიოთ, რომელიც 2013 წელს ,,კანონიერი ქურდების,, ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად იქნა სპეციალურად მიღებული,
არაფერი გამოვა ამ საქმიდან,
რადგან
ბიძინას ,,სამართალია,,
პუტინის და რუსი ოკუპანტის ,,სამართალია,,
პუტინის ციხეა ის ციხე, სადაც ზის მიხეილ სააკაშვილი და არავის აქვს უფლება, არც მინისტრს და არც პრეზიდენტს, ის სიტუაცია შეცვალოს.
ეს გამორიცხულია.

ამიტომაცაა აუცილებელი ელჩებთან და ევროგაერთიანების საჭირო ინსტიტუციებთან თხოვნა და საკითხის დაყენება არა ,,არასწორად მკურნალობაზე,,
არამედ
ბაზისური, ელემენტარული გამოკვლევისა და დიაგნოზის დასმის აუცილებლობაზე.

ევროგაერთიანების ვერავითარი ინსტიტუცია ვერ მიუთითებს და უბრძანებს საქართველოს ფაქტობრივ და იურიდიულ ხელისუფალს, რომ პატიმარი ან გაათავისუფლოს, ან სხვა წამალი დაინიშნოს, ან კვების რეჟიმი შეუცვალოს.

ოღონდაც
საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს, თუ ზოგადად ევროგაერთიანებას სავსებით უპრობლემოდ შეუძლიათ თხოვონ ხელისუფლებას, ოფიციალურად და წერილობით თხოვონ, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი და მრავალპროფილური დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.

აი ესაა უმთავრესი არგუმენტი.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია რომ,
პატიმარს ჩაუტარდეს სამედიცინო კვლევები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.
ამ ვალდებულებას ვერსად გაექცევა გინდაც პუტინისტანის ხელისუფალი.

უცხოელ არასამთავრობოთა თუ ხელისუფალთა თხოვნა კი ,,დამოუკიდებელ და სრულფასოვან კვლევაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით,,
არაფერ დიპლომატიურ თუ იურიდიულ თუ ,,სახელმწიფო საქმიანობაში ჩარევის,, პრობლემას არ შეიცავს.

პრობლემა არის აქ მხოლოდ ის, რომ
ვერცერთი საელჩო თუ არასამთავრობო თუ ევროგაერთიანების არცერთი ინსტიტუცია არ მიმართავს საქართველოს ხელისუფალს ამ თხოვნით საკუთარი ინიციატივიდან გამომდინარე.
მითუმეტეს მაშინ, როცა უკვე ,,ნაღდად დადგენილ შვიდ თუ ცხრა დიაგნოზზე,, საუბრობ.

ეს თხოვნა დიაგნოზის დასმაზე,
ამ სახისა და შინაარსის თხოვნა უნდა გადეცეს და რამდენჯერმე უნდა გადაეცეს იმ ზემოხსენებულ ინსტიტუციებს ადვოკატებისაგან და იმ ექიმ ექსპერტებისაგან, რომლებმაც სააკაშვილი მოინახულეს.

ამის გარეშე საქმე არ დაიძვრება.

ეს სამკვდრო სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილისათვისაც და ზოგადად თითოეული ჩვენგანის, საქართველოს თითოეული მოქალაქის სინდისისათვისაც.

მე არ მაქვს ასეთი მიმართვის უფლება ლეგიტიმაცია.
ამ საქმეს ვერც ,,ხელწერები,, და ,,სამოქალაქო პეტიციების,, ტალღები ვერ დაეხმარებიან აბსოლუტურად ვერაფერში.

ეს საქმე უნდა გააკეთოს ადვოკატების ჯგუფმა და იმ ექიმთა ჯგუფებმა, რომლებიც იყვნენ პატიმართან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით.

უმორჩილესად გთხოვთ ამ ყველაფრის გათვალისწინებას და გათავისებას.”

Cesko