საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას – პოდოლიაკი არ ჩერდება

0
433
25 Views

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ თავიანთი არჩევანი უნდა გააკეთონ.

“საქართველოს ჰქონდა არჩევანი – ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას. არავინ არ გთხოვთ, უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ. და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი.

თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეს, ან იმ ქვეყნის მხარეს, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა, უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლის ღვრით და კაციჭამიაობით, და თქვენ უნდა აირჩიოთ, მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

Cesko