“ბარემ ისიც გეთქვათ, უსინდისოდ, ბიძინამ იმიტომ არ ააშენა ქარხნები, მუშაობა რომ არ გინდათო” – თამო კეშელავა

0
673
20 Views

ჟურნალისტი, თამო კეშელავა კადრების დეფიციტთან დაკავშირებით, ბიზნესს სოციალური ქსელით პასუხობს და წერს, რომ დამსაქმებელთა უმეტესობა დასაქმებულებს უხდის მხოლოდ იმდენს, რომ ნახევრადმშიერი იყოს ადამიანი.

“პასუხი ბიზნესს, რომელიც მოსთქვამს, რომ ვერ პოულობს კადრებს!
ჩემო ძვირფასებო, არ გეტყვით, რომ გაფრთხილებდით, უბრალოდ თავიდან მოვყვები, კიდევ ერთხელ…
თქვენი უმრავლესობა წლებია იხდის მხოლოდ იმდენს, რომ ნახევრადმშიერი იყოს ადამიანი. მაგალითად, დღესაც, ერთი დიდი სააფთიაქო ქსელი ფარმაცევტს რეგიონში უხდის ხელფასს 280 ლარს!
რა იყიდეთ ბოლოს 280 ლარად?

ახლა იტყვის ზოგი, ჩვენ ორჯერ და სამჯერ მეტს ვუხდითო
გილოცავთ, თქვენ, ესე იგი, უხდით საკვების ფულს!
ადამიანმა შეიძლება იმუშაოს მხოლოდ საკვებისთვის 3 თვე, 6 თვე მაქსიმუმ, როცა წლობით მუშაობს მხოლოდ საკვების ფულად – ის ვერ იქნება კარგი კადრი!

როგორ გგონიათ, თქვენ პერსონალს ზოგჯერ სალონში წასვლა არ უნდა? არ ტკივდება კბილი? არ უნდა ახალი ფეხსაცმელი? არ უნდა პაემანზე დაპატიჟოს შეყვარებული, ან დედა წაიყვანოს კინოში? როგორ გგონიათ, არ უნდა დასვენება?
რატომ ქირაობს ამდენი ადამიანი ბინას, როცა ამდენი სახლი შენდება?

ერთი და იგივე ხალხი ყიდულობს იმ ბინებს, ყიდულობს და აქირავებს, რადგან, ოჯახს, სადაც 3 ადამიანი მუშაობს იპოთეკის გადახდა მაინც არ შეუძლია!
როგორ შეიძლება სამი ადამიანი მუშაობდეს ოჯახში და ერთ იპოთეკას ვერ იხდიდეს? – ვბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყე – თქვენი ნაწილი ან იმდენს იხდის, რომ ნახევრადიკვებოს პერსონალმა, ან იხდის მხოლოდ კვების ფულს!

წაყევით ერთხელ საყიდლებზე თქვენთან დასაქმებულ ადამიანს – ნახეთ გაყინული ხორცი, რომელსაც ყიდულობენ, ან ქათმის გაყინული ბარკალი, გასინჯეთ ყველი, რომლის ყიდვასაც გაწვდებიან, პურსაც კი სხვანაირა იყიდიან, ლობიოსაც, კეჩუპსაც და ნაყინსაც, ხილისკენ ნუ გაიხედავთ, მაქსიმუმ ვაშლის და ბანანის ყიდვა მოახერხონ, ისიც იშვიათად. იყიდეთ თქვენც იგივე პროდუქტი და გაეცანით შემადგენლობას, რა ოდენობითაა მასში გენმოდიფიცირებული პროდუქტი, მერე მოამზადეთ და არ გაიკვირვოთ, სახლში სუნი თუ არ დადგა – იმ ხორცს, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ ხორცის სუნი არ აქვს.

მოსინჯეთ და იმ ხელფასად იცხოვრეთ ერთი თვე, რამდენსაც მათ უხდით და ნახავთ, როგორ და რამდენად დაქვეითდება თქვენი თვითშეფასება და შრომისუნარიანობა!

შეიძლება შეხვედრაზეც კი არ წახვიდეთ, რადგან სალონში წასასვლელი კი არა, თმის საღებავის ფულიც არ დაგრჩეთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოკიდებულება – ხშირ შემთხვევაში, მას, ვინც ფულს იხდის, უფლებას აძლევთ თქვენ პერსონალს აგდებულად მიმართოს, უფრო ხშირად, ვერც კი იგებთ, ისე!

ხშირად, დამატებით უწევთ მუშაობა, თუმცა, ხელფასს მაინც იგივეს იღებენ!
მართალია თქვენ ხშირად იმეორებთ, რომ დრო ფულია, მაგრამ ეს თქვენი დროა ფული და არა მათი!
ამბობთ, რომ ერთსაათიან შესვენებას აძლევთ და მერე?
სად უნდა წავიდნენ ეს ერთი საათი?
გგონიათ, იმდენს უხდით, რომ კაფეში დასხდებიან?
იყიდიან სწრაფი კვების ობიექტში იაფად რამეს და ეგაა…
რამდენ ბიზნესს გაქვთ მოსასვენებელი ოთახი?

მზარეული, მიმტანი, დამლაგებელი, მრეცხავი 12 საათი რომ მუშაობს, აქვს საშუალება იბანაოს, გამოიცვალოს, ნორმალურ გარემოში ისადილოს და დაისვენოს?

უმრავლესობა არ აფორმებს ადამიანებს, არ აქვს ხელშეკრულებები, არ აქვს დაზღვევა!
უმეტესს ბიზნესში შრომის უსაფრთხოება რა ხილია არ იციან!

ხო, კიდევ მოვისმინე, ხელფასი როგორ გავუზარდოთ, ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოსო და რასთან შესაბამისობაში?
ძვირადღირებულ რესტორანში, ძვირადღირებული კერძი მაგიდასთან, დაბალხელფასიან მიმტანს რომ მოაქვს, ეგ რანაირი შესაბამისობაა?
შესაბამისობა იქნებოდა კერძი რომ იაფი ღირდეს, ან სასტუმროს ოთახი და ან და ან…

შესაბამისობა მაშინ იქნება, თქვენ თანამშრომელს თუ დასვენების დღეებში, კვირაში ერთხელ მაინც შეუძლია იგივეფასიანი სერვისით სარგებლობა!
ერთმა ბიზნესმენმა ერთი რამ კი თქვა მართალი, სოც, დაუცველების დასაქმების პროგრამის იმედი გვქონდა და სულ სიპებში დაასაქმესო!
ხო, სოციალურად დაუცველებს ხომ შესთავაზეს 300 ლარიანი ხელფასი.

მაგალითად, ოჯახში ცხოვრობს ორი, სოც. დახმარებას იღებენ 120 ლარს და + ამუშავებ 300 ლარად – რამდენი გამოდის?
ვიღაც იტყვის, 120 ლარს ჯობსო!

120 ლარს ღარიბაშვილის ხელფასიც სჯობს!
სამაგიეროდ, რომ მუშაობს, კვებაც მეტი უნდა, ტანისამოსიც, გზის ფულიც და სხეულს და ჯანმრთელობასაც აქვს ცვეთა!
განა შეიძლება ბიზნესი იძახდა 300 ლარად მინდოდა სოც.დაუცველების სამუშაოდ “დათრევა” და საჯარო სამსახურებმა დამასწრესო და თან იძახდე კარგ ხელფასს ვიხდიო? ან პროფესიონალს ვეძებო?

და ბოლოს, კი ამტკიცებთ რომ ვერ პოულობთ პერსონალს, მაგრამ გაიხედ-გამოიხედეთ, ახალგაზრდები ქსელურ მაღაზიებში კაპიკებზე მუშაობენ, ღამეს ათევენ, ერთდროულად რამდენიმე პოზიციას ითავსებენ ერთ ხელფასად, კონსულტანტია და საწყობში ყუთებს ათრევს – თქვენ რატომ ვერ პოულობთ კადრებს?

აფთიაქები ჩემ უბანში ახალი და ახალი იხსნება – როგორ გგონიათ, ვინ და რამდენ ხელფასზე მუშაობს იქ?
ჩემ უბანში 5 თონეა და არც ერთი დაკეტილა, ყველას ჰყავს მცხობელი და თქვენ რა გჭირთ? ამდენად ცუდი პირობები გაქვთ, რომ თქვენთან მუშაობას თონეში მუშაობა, მაღაზიაში ღამის თენება ურჩევნიათ?

და ერთსაც ვიტყვი – რამდენიმე მაგ ბიზნესმენიდან, ერთ-ერთ კულინარიულ შოუში გვიმტკიცებდით 20 ლარად სადილის გაკეთება შეიძლებაო, არადა, 20 ლარად ვერც ერთმა მონაწილემ ხორცი ვერ იყიდა და ოჯახის სადილი კი არა, ერთი კაცის სამყოფი სადილიც ვერ მოამზადეთ, თან სადილია მხოლოდ? ერთხელ ჭამთ თქვენ დღეში?

უსინდისოდ უცქერდით თეფშზე დადებულ 150-200 გრამ საკვებს და გვმოძღვრავდით – აი, ერთი ოჯახის სამყოფი ერთი დღით 20 ლარად გავაკეთეთო.
ერთი ის იყო ერთი დღით ოჯახის სამყოფი და მეორე პერსონალისთვის გაქვთ საჭირო პირობები და ხელფასი!
კი, თქვენი პასუხისმგებლობაცაა ხალხი რომ გარბის ქვეყნიდან!

თუმცა, ტყუით, იმდენი სამუშაო ადგილი მაინც არაა, რამდენიც დავრჩით ქვეყანაში და რაცაა, მხოლოდ იმდენს გიხდიან, რომ იკვებო, ისიც, ვერა ჯანსაღად!
პ.ს.

ბარემ ისიც გეთქვათ, უსინდისოდ, ბიძინამ იმიტომ არ ააშენა ქარხნები, მუშაობა რომ არ გინდათო – ხომ ბიძინა აპრავეთ და ბარემ ესეც გეთქვათ… აეშენებია და ნახავდით, თუ ვერ ამუშავებდა, პარაგრაფს თუ ამუშავებს და თავის არაერთ ბიზნესს, რაღა ქარხნების დაკეტვა მოუწევდა… “, – წერს კეშელავა სოციალურ ქსელში.

Cesko