რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მოგონება. ჩემმა უმცროსმა ბიჭმა, 5 წლის რომ იყო დაიჩემა – ვიოლინო მიყიდეთო. სახლში აღფრთოვანება: დიდი მუსიკოსი გამოვა, მენუჰინიო (თუ იციან ქართველებმა ვინ არის იეგუდი!) პატარა ბიჭს, ვიოლინოზე რომ ოცნებობდა, ბოლოს და ბოლოს ვუყიდეთ პატარა ვიოლინო! გახარებულმა ისე მოკიდა ხემს ხელი – გავოცდით, ამოიდო პროფესიულად ინსტრუმენტი ნიკაპ ქვეშ, ბებიას ცრემლებით დაენამა თვალები, ველოდებით პაგანინის “კაპრისით”რომ დაგვატკბობს მოლოდინით აკანკალებულ ოჯახს… მაგრამ პაუზის შემდეგ ანერვიულებულმა ბიჭმა იკითხა: “კი, მაგრამ ინსტრუქცია არ მოყვა? მაშინ ამიხსენით, როგორ დავუკრა?!”
მოგეხსენებათ, ყველა თამაშს ინსტრუქცია მოყვებოდა! ნაცისტებიც ასე არიან. დაკვრა არ იციან, მაგრამ ინსტრუქციას ან ამერიკელები, ან ევროპელები და ან რუსები უგზავნიან, როგორ აურიო შენი ქვეყანა!” – წერს რეჟისორი “ფეისბუქში”.