პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:
“დღევანდელი აქციის სცენოგრაფიაზე იზრუნებს ცნობილი ქართველი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე, შეთავსებით Helen Khoshtaria წინაპარი. ფაქტიურად ეს გვამცნო ოცნების ფრაქციის ლიდერმა
მამუკა მდინარაძე
გითხრა რომ ნაძ@@@ა ხარ?
– ცოტაა
გითხრა რომ პრ@@@ ხარ?
-ცოტაა
გითხრა რომ უტიფ@@ ხარ?
-ესეც ცოტაა
გითხრა რომ ყ@@ ხარ?
– მეცოტავება
სჯობს იყო არარაობა, რომ სიტყვებით არ დავიღალო.”
დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება – რადგან ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს, ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია. ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით: „შინ ევროპისკენ“ ეხმაურება.
„დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს. ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია, ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა.
ამოცანა არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი და ხელშესახები. წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. ამისათვის უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია. ამისათვის ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს. საჭიროა ახალი, დიდი ძალისხმევა, რომ ეს გეგმა შესრულდეს. ამისათვის: რიგგარეშე არჩევნები; ახალი კოალიციური მთავრობა; ას დღეში ყველა აუცილებელი რეფორმის დაწყება; წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა;
არ გჯერათ? წარმოუდგენელია? კი თუ სახლში დარჩები დღეს. დღევანდელი დღე განსაზღვრავს, ეს ილუზიაა თუ რეალობა. მომდევნო ექვსი თვე დიდი ძალისხმევა და მარათონი გვაქვს წინ, მაგრამ წინ ევროპაა. ერთად წავიდეთ შინ, სახლში ევროპისკენ“, – წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.