„აშშ-ის საელჩოს მხრიდან ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი.. ესენი სიცოცხლის მოსპობაზეც კი არიან წამსვლელები“ – ლევან მურუსიძე

0
426
39 Views

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი და კიდევ რამდენიმე მოსამართლის დასანქცირების საკითხი შეაფასა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, აშშ საქართველოში, დიპლომატიის გზით [ამ შემთხვევაში მან ელჩი კელი დეგნანი იგულისხმა], ცდილობს, სასამართლო სისტემაზე გავლენა მოიპოვოს, მიიტაცოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავარი ის კი არ არის, ვინ დაუწესა მას სანქციები – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ ევროკავშირმა, არამედ ისაა, რომ შტატებმა საქართველოს სასამართლო სისტემა ვერ მიიტაცოს:

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე კორუფციაში არაა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

Cesko