“გამობრძანდეს ახლა და მოყვეს საჯაროდ!…ან უხუცესებს გეყოთ გამბედაობა…ტრადიციულად სოსო გოგაშვილი იტყუება”- ელისო კილაძე

0
901
22 Views

გაზეთ ,,ქრონიკა +”- ის რედაქტორი ელისო კილაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას (იხილეთ ქვემოთ) ეხმაურება.
,,გამობრძანდეს ახლა კახეთის მაშინდელი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და მოყვეს საჯაროდ, როგორ შეხვდა თელავში სოსო გოგაშვილი პანკისელ უხუცესებს, აჩვენა სალოსზე {გაბრიელ სალოსის ქუჩა] დაღუპული სპეცრაზმელის ფოტო – ამ ბიჭის ცოდვა თემირლანის კისერზეა და იმიტომაც ვესროლეთო! ან უხუცესებს გეყოთ გამბედაობა…
ტრადიციულად სოსო გოგაშვილი იტყუება, ცილს სწამებს თემირლანის დედას, რომ საიდუმლოდ შეხვდა ვახტანგ გომელაურს. შეხვედრა ითხოვა გოგაშვილმა შუამავლის მეშვეობით და მერე დაიმალა თუ ვინმე აქეზებდა ვახას, ეს იყო სოსოს ტროლები. ჯერ ბარათი შეუგდეს კარავში, მისი შვილის მკვლელის სახელი გვარი და მისამართი გააგებინეს, მერე ვინმე vera vera წერდა რომ სპეცოპერაციას პაატა ჯაჭვაძე ხელმძღვანელობდა დაარა სოსო გოგაშვილი!
მისი ამოცანა იყო ვახა შურისძიებამდე მიეყვანა, სადაც მას ან მოკლავდნენ, ,ან დაიჭერდნენ”, – წერს ელისო კილაძე.
დღეს სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც შვილის ნათლიას, შს მინისტრ გომელაურს მიმართავს:
,,მინ­და გა­ვიხ­სე­ნო მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე, რო­დე­საც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რებული ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია შე­გეძ­ლო გა­გე­ჩე­რე­ბი­ნა ერთი გან­ცხა­დე­ბით, მა­გა­ლი­თად: შავ­ნა­ბა­დას სპეც­რაზ­მი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გო­გაშ­ვილს და მათ­ზე ვერ გას­ცემ­და ბრძა­ნე­ბას, ეს არის ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შიო. ამის ნაც­ვლად შენ შეხ­ვდი სა­ი­დუმ­ლოდ მე­დი­კო მარ­გოშ­ვილს და შენი თა­ვის დაძ­ვრე­ნა გა­ნიზ­რა­ხე, უა­რე­სიც, ამ გამ­წა­რე­ბულ ოჯახ­თან გაგ­ზავ­ნეთ ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უხ­დით ფულს და და­ა­ვა­ლეთ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბა, რათა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა ოჯა­ხი თით­ქოს­და ჩემს მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, მან ეს მო­ა­ხერ­ხა და გამ­წა­რე­ბულ მა­მას მი­ა­ღე­ბი­ნა შუ­რის­ძი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ბინ­ძურ­მა ადა­მი­ან­მა თა­ვისი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დას­ტუ­რად ჩა­ნა­წე­რიც გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ჩემს ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა… ეს მა­სა­ლე­ბი ახლა შენს უწყე­ბა­ში დევს და ცივ ნი­ავს არ აკა­რებ. ვახო, მი­უ­ხე­და­ვად მუ­ქა­რი­სა, მა­ინც ვიბ­რძო­ლებ, სა­ნამ ამ სის­ტე­მას არ და­ვან­გრევ. ამას შენ­თვის და შენი ოჯა­ხის­თვი­საც ვა­კე­თებ, რად­გან მალე, როცა ეს მთავ­რო­ბა აღარ იქ­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ოლი­გარ­ქის მარ­წუ­ხე­ბი­სა­გან, დად­გე­ბა დრო, აგო პა­სუ­ხი, აღარ შე­მო­გი­ვარ­დე­ბი­ან შუ­ა­ღა­მი­სას სახ­ლში, არ ჩა­გი­დე­ბენ ია­რაღს, შენს შვილ ლუ­კა­ჩოს­თან ერ­თად არ გათ­რე­ვენ მი­წა­ზე, არ გირ­ტყა­ვენ და პირ­ში ლუ­ლებს არ ჩაგ­თხრი­ან შენ და შენს შვილს, არა­მედ თა­ვი­სუ­ფალ უწყე­ბა­ში და­გი­ბა­რე­ბენ…”.

Cesko