„ტიპებს უკვე რომ აღარ ეტევათ, უბრალოდ ირგვლივ არწყევენ ფულს. მოპარულ ფულს, ცხადია“ – ნიკა გვარამია

0
486
32 Views

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

„რასაც ნოდარ მელაძის შაბათში ვუყურე ღარიბაშვილის თვითმფრინავის ამბებზე და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი, დაბადების დღის გამო დაკეტილ ქაჯურ ციხე-რესტორანზე და ხელისბიჭებად ქცეულ შეიარაღებულ სამთავრობო დაცვის თანამშრომლებზე, არის დანაშაულებრივიც და გულისამრევიც.

ტიპებს უკვე რომ აღარ ეტევათ, უბრალოდ ირგვლივ არწყევენ ფულს. მოპარულ ფულს, ცხადია. ჩემს სოხუმურ ბავშვობაში, ჩემი უსაყვარლესი ძიძა (დონელი კაზაკი) შურა დოროშენკო ასეთებზე ამბობდა с жиру бесятся.

ოლიგარქიული ელიტა ზოგადად ასეთია – გაუნათლებელი, გოიმი, უგემოვნო, ზომიერებადაკარგული, ფულითგადაფსიხებული მდაბიო ქაჯები. საქართველოში – კიდევ უფრო მეტად ასეთია.

ps არ დამავიწყდეს: თამაზ გაიაშვილი – ამაზრზენი მედროვეობის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში“ – წერს გვარამია.

სხვა ახალი ამბები:

„სააკაშვილი ესკობარის კუნძულზეა ნამყოფი… მფრინავები იყვნენ გაუსაძლის მდგომარეობაში” – რას იხსენებს თამაზ გაიაშვილი

 

Cesko