“20 ივნისი 20:00 სთ. ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ” – ამ სიტყვებით უერთდება მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე აქციას სახელწოდებით “შინ ევროპისკენ“, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არის დაგეგმილი.
ტელეწამყვანის პოზიციამ სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია სოციალურ ქსელში, როგორც მხარდამჭერი, ასევე კრიტიკული:
“ვა, ასე ადვილია ყველაფერი…?!!!!!“ – დაუწერა კომენტარებში იუმორისტმა ვასიკო ოდიშვილმა, რომელიც დუტას მსგავსად “ტელეიმედში “ მუშაობს.
გარდა ამისა, ტელეწამყვანს არც სხვებისგან დაკლებია კრიტიკა:
“2007 წლის 7 ნოემბერს სად იყავი?! ეგებ შეგვახსენო?”
“2007 წლის 7 ნომებრის ზონდერ ნაცების მიერ, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ ამ დუტას გამოსვლა “რუსთავი 2“-ის ეთერში არ დამავიწყდება. სულ მაგიდაზე უბრახუნა ხელები ისე გალანძღა ოპოზიცია! ესაა ამის სტილი, სადაც ფულია იქა. დიახ, ყოფილი ნაცი არ არსბობს! უმადური ღორები…” – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.