უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰენრი კისინჯერს უპასუხა.
კისინჯერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ყირიმის ტერიტორია, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია.
“როგორც ჩანს, კისინჯერის კალენდარი 2022 წლის ნაცვლად, 1938 წელს აჩენებს და მას ეგონა, რომ ესაუბრებოდა აუდიტორიას არა დავოსში, არამედ იმდროინდელ მიუნხენში”. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მიუნხენის 1938 წლის შეთანხმება იგულისხმა, რომლითაც ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის დასავლეთ ნაწილის ოკუპირება შეძლო.
“ისინი, ვინც უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემას ურჩევს, “დიდი გეოპოლიტიკური ფიგურები არიან” და ვერასდროს ხედავენ უბრალოდ ადამიანებს, უბრალო უკრაინელებს, მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, რომლის გაცვლასაც მოჩვენებითი მშვიდობისთვის გვთავაზობენ. აუცილებელია, დაინახოთ ხალხი”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.