მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს სახელმწიფო ღალატის და კორუფციის მუხლით ბრალი წაუყენეს. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა ექსპრეზიდენტის 30 დღით დაკავების შუამდგომლობით. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ძირითადი მუხლების გარდა, იგორ დოდონს უკანონო შემოსავლის მიღების და დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ პოლიტიკურ ორგანიზაციის დაფინანსებაშიც ადანაშაულებენ. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა მარიანა კერპეკმა განაცხადა.
24 მაისს დოდონი 72 საათით დააკავეს. მისი და მისი მომხრეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე ჩხრეკა მოლდოვა-რუსეთის საქმიანი კავშირის ოფისში ჩატარდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ დოდონი ხელისუფლებას დსთ-დან მოლდოვის გასვლის აკრიტიკებდა, ქვეყნიდან უკრაინელი ლტოლვილების გაძევებისკენ და ვლადიმერ პუტინთან მეგობრობისკენ მოუწოდებდა.