182 Views
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ Bellingcat-ის ჟურნალისტ ხრისტო გროზევს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გროზევს რუსეთში ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა.
ამასთან, გროზევს ასევე ბრალი ედება The Insider-ის მთავარი რედაქტორის რომან დობროხოტოვის საზღვარგარეთ გაქცევის ორგანიზებაში.
გასული წლის დეკემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გროზევი ფედერალურ ძებნილ სიაში შეიყვანა.
ხრისტო გროზევი არის გამომძიებელი ჟურნალისტი და პროექტის მენეჯერი Bellingcat-ში. კერძოდ, მან ალექსეი ნავალნის გუნდთან და სხვა ჟურნალისტებთან ერთად გამოიძია პოლიტიკოსის მოწამვლა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მოწამვლაში მონაწილეობდა FSB კრიმინალისტიკის ინსტიტუტის რვა თანამშრომელი.