ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი რუსეთმა “უცხო ქვეყნის აგენტების” სიაში შეიყვანა. განახლებულ სიაში მოხვდნენ ასევე პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი, The Insider-ის მთავარო რედაქტორი რომან დობროხოტოვი, კარიკატურისტი სერგეი ელკინი, ჟურნალისტი კარენ შაინიანი, ლგბტ აქტივისტი რეგინა დზუგკოევა და ა.შ.
რა მიზეზით შეიყვანეს ეს პირები “უცხო ქვეყნის აგენტების” სიაში რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ განმარტავს. ბევრი მათგანი ამა თუ იმ ხერხით უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ გამოსულა.
რეესტრში ამჟამად 142 იურიდიული და ფიზიკური პირია, რომლებიც “მედია-ინოაგენტებს” განეკუთვნებიან. რეესტრში მოხვედრა პირს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის ფინანსური მოხსენება, ასევე, სოციალურ ქსელებში ყველა თავისი პოსტი შესაბამისი წარწერა წაუმძღვაროს. წესების დარღვევისთვის პირს ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება.