ბორის ჯონსონი – უკრაინა გაიმარჯვებს! – პუტინის ომის მანქანის ე.წ. უძლეველი ძალა უკრაინელების პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის ობიექტზე დაიმსხვრა!

0
417
25 Views

უკრაინა გაიმარჯვებს! უკრაინა იქნება თავისუფალი! – ასე მიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას.

მისი თქმით, მიესალმება იმ სიმამაცეს, რომელსაც უკრაინელები იჩენენ მაშინ, როდესაც თავდასხმა ხდება მათ თავისუფლებაზე.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს იმის გამო, რაც მან ჩაიდინა ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში.

„მე დავდიოდი თქვენი დედაქალაქის საყვარელ ქუჩებში და ვნახე საკმარისი უკრაინელების თავისუფლების შესახებ, იმისთვის, რათა გამეგო, რომ კრემლმა მის გათვლებში ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, საშინელი შეცდომა. მე ვუთხარი ყველას ვისაც ვიცნობდი, ყველა ვინც მოისმენდა, რომ უკრაინა იბრძოლებს და უკრაინა მართალი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები ვისაც სჯეროდა რუსეთის პროპაგანდის, რომ რუსეთის შეიარაღება იქნებოდა დაუძლეველი ძალა, რომელიც როგორც დანა კარაქში ისე გაივლიდა და კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა.

დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ ისინი ცდებოდნენ, ყველა ის სამხედრო ექსპერტი ცდებოდა, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა. პუტინის ომის მანქანის ე.წ. დაუძლეველი ძალა უკრაინელების პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის უძრავ ობიექტზე დაიმსხვრა. ეს უკრაინის საუკეთესოა დროა, რომელიც მომავალ თაობებს ემახსოვრებათ“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა

Cesko