„ობლად დარჩა სამი შვილი… ქმარი გაშორების უფლებასაც არ აძლევდა” – ვინ აღმოჩნდა პოლონეთში მოკლული 28 წლის ზუგდიდელი ქალი?

May 26, 10:47
0
498

პო­ლო­ნეთ­ში მცხო­რე­ბი 28 წლის რო­ზე­ტა ყა­ლი­ჩა­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ მე­უღ­ლემ ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

“ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი იყო… შოკ­ში ვართ ყვე­ლა­ნი. ქმა­რი სულ სცემ­და თურ­მე და გა­შო­რე­ბის უფ­ლე­ბა­საც არ აძ­ლევ­და, ამი­ტომ მის­მა ძმამ ოჯა­ხით წა­იყ­ვა­ნა პო­ლო­ნეთ­ში, იქ­ნებ და­ლაგ­დეს სი­ტუ­ა­ცი­აო. ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ რო­ზე­ტა, მისი ძმა, მე­უღ­ლე და რო­ზე­ტას სამი შვი­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ნით მო­უკ­ლავს ეს გოგო და მერე თვი­თო­ნაც და­უჭ­რია თავი. ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო. ობ­ლად დარ­ჩა სამი შვი­ლი”, – განუცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მა­მი­დაშ­ვი­ლმა ნინო ყა­ლი­ჩა­ვამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­ზე­ტა ყა­ლი­ჩავს მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უკა­ნას­კენ­ლი პოს­ტი ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზეა.

ambebi.ge

Cesko