„რამდენიმე დღეა დადის სამსახურში… აღდგა თითქოს” – რას ამბობენ ნიკოლოზ წულუკიძეზე თანამშრომლები?

0
694
31 Views

ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი თვის დასაწყისში ტრაგიკულად დაეღუპა, სამსახურს დაუბრუნდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნიკოლოზ წულუკიძე უკვე რამდენიმე დღეა ტელევიზიაში დადის, გადაცემისთვის ემზადება, უახლოეს დღეებში კი რადიოშიც განაახლებს მუშაობას.

„დღეს ვთქვით ეს ანონსის სახით, ცოტა რთული იყო გამოცხადება, მაგრამ მართლა ძალიან გვიხარია.

ერთად ემთხვევა, დამოუკიდებლობის დღე გვაქვს, ნიკოლოზიც შემოგვიერთდება ისევ.

რამდენიმე დღეა აქტიურად დადის სამსახურში ჩვეულებრივ, აღდგა თითქოს,” – აღნიშნა მარიკა ბაკურაძემ.

Cesko