„ნინოს ძალიან ბევრჯერ ვუღალატე…” – სოსო პავლიაშვილის მოულოდნელი აღიარება პირველ ცოლთან ურთიერთობაზე და დაავადებაზე

0
572
31 Views

რუსეთში მცხოვრები ქართველმა მომღერალმა სოსო პასლიაშვილმა აღიარა, რომ ყოფილ ცოლს ნინო უჩანეიშვილს არაერთხელ უღალატა. მუსიკოსის თქმით, ეს ნამდვილი ღალატი იყო და დამნაშავედ გრძნობს თავს ცოლის და ღმერთის წინაშე.

ნინო უჩანეიშვილი მან კონსერვატორიაში სწვალის დროს გაიცნო. სოსო ვიოლინოზე უკრავდა, ნინო – ფორტეპიანოზე. მალე შვილიც შეეძინათ. 18 წელს გასტანა ამ ქორწინებამ და 2003 წელს წყვილი დაშორდა, თუმცა ამბობენ, რომ მანამდეც აღარ იყვნენ ერთად. მათ ურთიერთობაში ბზარი

სწორედ ღალატმა გააჩინა, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას მერე, რაც სოსო საქართველოდან რუსეთში კარიერის ასაწყობად ჩავიდა. სწორედ იმ პერიოდში ჰქონდა რომანი რუს მომღერალ ირინა პონაროვსკაიასთან, რაზეც იმდროინდელი პრესაც წერდა და იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ ირინა დაეხმარა რუსულ ესტრადაზე დამკვიდრებაში.

“ქალებში დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი იმ წლებში. ეს ბედია… ნინოს შვილი უნდა გაეჩინა ჩემთვის, ვაჟი ლევანი. და გამიჩინა. უსაზღვროდ გამაბედნიერა. ნინო კეთილი, ემოციური და კაშკაშა ადამიანია, იუმორის გრძნობით… მე მას ვღალატობდი. ამას ვაცნობიერებ და პატიებას ვთხოვ ღმერთს იმ ტკივილისთვის, რაც ნინოს მივაყენე. როგორც მამაკაცი, ამას ვაღიარებ. დამნაშავე ვიყავი… უამრავი ულამაზესი ქალი სითბოთი მეპყრობოდა…” – თქვა რუსულ ტელეშოუში პავლიაშილმა.

წყვილის დაშორების შემდეგ ნინო არ გათხოვილა და არც კარიერაზე უფიქრია, შვილის აღზრდას მიუძღვნა წლები. დღეს ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრობს და მათი ვაჟი ლევანი ორივე მშობელთან დიდ დროს ატარებს. ლევანი მეგობრობს სოსოს მეორე ცოლთან – მოცეკვავე ირინა პატლახთან და მათ საერთო შვილებთან, ლიზასა და სანდრასთან. სცენაზეც ხშირად გამოდის მამასთან ერთად.

სოსომ ირინაზე ოფიციალურად სულ ახლახან იქორწინა, თუმცა უკვე 20 წელია ერთად არიან.

იმავე შოუში მომღერალმა თავის ავადმყოფობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წლების წინ ავარიაში მოხვდა და თავის ძლიერი ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ეპილეფსიური შეტევები დაეწყო.

ეპილეფსია მას მერე გაუქრა, რაც მისი ქალიშვილი ლიზა გაჩნდა:

“საკმაოდ რთული შეტევები მქონდა, ხან ღამით სამი შეტევა მემართებოდა. ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა… მაგრამ მე და ირინამ მაინც გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა და შვილის გაჩენაც… ლიზას დაბადების მერე კი სასწაული მოხდა და ეპილეფსია გაქრა.

არ ვიცი, ეს რა იყო, ახლანდელი გადმოსახედიდან, ან დიაგნოზში შეცდნენ, ან იქნებ, რაკი პოსტტრავმული ეპილეფსია იყო, იარა ტვინის ქერქში შესაძლოა დროთა განმავლობაში გაქრა და შეტევებიც გაქრა”, -აღნიშნა სოსო პავლიაშვილმა.

stily.ge

Cesko