დიდი ტრაგედიიდან უსაზღვრო სიხარულამდე – რა ხდება ზვიადაურების ოჯახი ნანატრი შვილის დაბადების შემდეგ (ფოტოები)

0
912
41 Views

17 წლიანი ლოდინის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურს გოგონა, მართა ზვიადაური შეეძინა.

„2004 წლის ბოლოს დაქორწინდნენ და ძალიან განიცდიდა, რომ ბავშვი არ ჰყავდათ“- ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი, ბერდია ზვიადაური, „პრაიმთაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ უშვილობის ამბავს ნათესავებიც განიცდიდნენ.

„ჩემპიონი რომ გახდა, მაშინ დაქორწინდა. წლები რომ გადიოდა და ბავშვი არ ჩნდებოდა, ძალიან განიცდიდა. ჩვენც, ცხადია, ვნერვიულობდით და ამდენი წლის შემდეგ, ღვთის წყალობით, პატარა მართა დაიბადა. დედაც და ბავშვიც, ჯანმრთელად არიან და ამჟამად, თბილისში იმყოფებიან“,- ამბობს ზვიადაურის ბიძაშვილი.

 

 

ნათესავები იმასაც ამბობენ, რომ ტრაგედიას, რაც ზვიადაურების ოჯახში დატრიალდა, ყველა დღემდე განიცდის.

„როგორ შეიძლება ამას არ განვიცდიდეთ, დღემდე ყველა განვიცდით, თუმცა ოჯახმა შეძლო, რომ ეს ზურას მეუღლისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ასახულიყო. ბავშვი, გუშინ, თბილისში დაიბადა და დიდი სიხარული შემოიტანა ამდენი განსაცდელის შემდეგ”- ამბობს ბერდია ზვიადაური.

17 წლიანი უშვილობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის მეუღლის ფეხმძიმობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გახმაურებული მკვლელობის ბრალდებით, ოლიმპიური ჩემპიონი დააპატიმრეს.

2021 წლის 15 აგვისტოს , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის თაობაზე ვერდიქტს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმსჯელებს.

Cesko