ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობამ მიდგომა უნდა შეცვალოს. მისივე თქმით, არ შეიძლება “შთამომავლობით დევნილებად აღარ უნდა ეწერებოდნენ”.
“ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ ხო ვიცი, არადა ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ეს მწარე სიმართლე, რაც აფხაზეთიდან დევნილები გვყავს, მას მერე სულ მათი პრობლემაა, მისცემენ ბინებს, მერე ყიდიან, მერე შევარდებიან სასტუმროებში ჩამონგრეულ შენობებში, ისევ ითხოვენ ბინებს, მერე შვილები ეყოლათ, ისინიც დევნილებად იწერებიან და ყველა შვილი ცალ-ცალკე ითხოვს ბინას. მერე შვილიშვილები ეყოლათ, მერე ისინი ითხოვენ ცალ-ცალკე ბინებს და არ დამთავრდა მათი დაკმაყოფილება და არც დამთავრდება, არადა ჩვენ ვართ უკვე დევნილები მათ ფონზე, მართლა ვინც დღემდე უბინაოთაა, ისინი ამ ყაჩაღების ფონზე დაიჩაგრნენ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს დევნილების თემა და სიები! შთამომავლობით დევნილებად აღარ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ- ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!!”,-წერს, ნინო ჯღარკავა.
ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ ხო ვიცი… შთამომავლობით დევნილებად აღარ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ- ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს – ნინო ჯღარკავა
24 Views