ჯვარი – ქრისტიანული რწმენის მაჩვენებელი სიმბოლოა. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, შეიძლება თუ არა სხვისი ჯვრის ტარება და რატომ არ შეიძლება მისი ტანსაცმის ზემოდან დაკიდება.
ჯვარი, ღვთისმსახურების აზრით, მორწმუნე ადამიანს მუდამ უნდა ეკეთოს. მაგრამ
არსებობს მასთან დაკავშირებული აკრძალვებიც. ზოგი მათგანი მეტი არაფერია, თუ არა
ცრურწმენა, რაზეც მორწმუნე ადამიანმა არ უნდა იფიქროს. ასეთებს მიეკუთვნება
მაგალითად ჯვრის თვითგამუქება. და ეს არაა ერთადერთი კითხვა, რაც მორწმუნე
ადამიანს აინტერესებს თავისი ჯვრის შესახებ.
1. არ შეიძლება ჯვრის ჯაჭვით ტარება
არავითარი აკრძალვა არაა ჯაჭვზე. აქ უფრო მოხერხებულობაზე და ჩვევაზეა საუბარი. თუ ადამიანს სურს ატაროს ჯვარი ჯაჭვით, შეუძლია
ეს გააკეთოს, ეკლესია არ კრძალავს ამას. მთავარი პრინციპი, რასაც აუცილებელია
მივყვეთ ასეთ შემთხვევებში – ჯვარი არ მოძვრეს ყელიდან და არ დაიკარგოს. თასმაც და
ჯაჭვიც მისაღებია. ცრუმორწმუნე ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ ყველა ნიშნის
მიხედვით ჯვარი უბრალოდ ისე არ იკარგება.
2. არ შეიძლება ჯვრის ტანსაცმლის ზემოდან ტარება
ეს _ აბსოლიტურად ჭეშმარიტი მტკიცებაა. ჯვარი წარმოადგენს რწმენის და დაცვის სიმბოლოს. ადამიანი, არ ატარებს რა ჯვარს ღიად, აჩვენებს ჭეშმარიტ რწმენას, არ ხდის რა მას საჩვენებელს. ასევე მთელი სითბო და კურთხევა, რასაც მღდელი აკურთხებს გულსაკიდ ჯვარს, ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ გადმოგეცემათ.
3. არ შეიძლება ჯვრის ჩუქება
ჯვრის ჩუქება ყოველთვის შეიძლება. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ამაზე მშობლები ან ნათლიები იზრუნებენ ნათლობის დროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანს არ შეუძლია გაჩუქოთ ჯვარი. არსებობს ასეთი ტრადიციაც, როდესაც ორი ადამიანი გულსაკიდ ჯვარს უცვლის ერთმანეთს, რითაც ქრისტიანი დები ან ძმები ხდებიან. როგორც წესი, ამას მხოლოდ უახლოესი ადამიანები აკეთებენ.
4. არ შეიძლება ნაპოვნი ჯვრის აღება
ცრურწმენაა, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს. შეგახსენებთ ასევე, რომ ეკლესია ცრურწმენებს არ აღიარებს და შეუთავსებლად მიაჩნია ქრისტიანულ რწმენასთან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ნაპოვნი ჯვრის აღებით იმ ადამიანის პრობლემებს მიიღებ, ვინც დაკარგა ან დატოვა ჯვარი. ნაპოვნი ჯვარი, იმდენად რამდენადაც სიწმინდეა, აუცილებელია ან ეკლესიაში მიიტანოთ, ან დაიტოვოთ და შეინახოთ სახლში ხატების კუთხეში.
5. არ შეიძლება სხვისი ჯვრის ტარება