„გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეები მიმართავენ ქართველ ფეხბურთელებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და გააპროტესტონ აღნიშნული კანონი.
ოპოზიციური სპექტრი აქტიურად მიმართავს ხვიჩა კვარაცხელიას და მოუწოდებენ, ქართველმა ფეხბურთელმაც გამოხატოს საკუთარი აზრი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ.
კვარა აქციაზე მდგომი ადამიანების ბულინგის ეპიცენტრში მოექცა, რომელსაც სოციალურ ქსელში მხოლოდ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ საჯაროდ არ აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.
👉 „ხვიჩა მთელი შენი ქვეყანა გელოდება!“
👉 „რომ თქვა არა რუსულ კანონს, არა?“
👉 „წელს რა შეიცვალა? ვისი ან რისი გეშინია? უნდა იყო ლიდერი და თქვა პირველმა და არა ბოლომ. რუსეთში თუ 👉 გინდა მაშინ წამოდი იტალიიდან და წადი ისევ რუსეთში“
👉 „ხალხს და ქვეყანას რომ დაუდგე გვერდში, არა?“
👉 „შენს თანატოლებსაც აქვთ ოცნებები, რომელსაც ჩანასახშივე უკლავენ, არბევენ, მომავალს ართმევენ. შენ სად ხარ ამ დროს?! მჯერა, რომ გიყვარს და გადარდებს შენი ქვეყანა და სწორი პოზიცია გექნება“
👉 „ხვიჩა, არაფერი ღირს წარმატება, თუ არასწორ ადგილას დგახარ! ან მოიხედავ წლების მერე და ინანებ, არასწორ მხარეს რომ იდექი ან უბრალოდ, საჭირო დროს და ადგილას არაფერი თქვი ან დაწერე აქ გარდამტეხი“
👉 „მეგრელო @ლეო, სად ხარ?“, – წერენ კომენტარებში.
უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონს“ განიხილავენ, რომლის პარალელურად რუსთაველის გამზირზე აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგეები აქციებს მართავენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციაზე პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ხდება. აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქციაზე, ასევე, დაშავდა, 4 სამართალდამცველი.
წყარო: digest.ge