“დილაა. ატყდა თურმე კარზე ისტერიკული ბრახუნი. წამოხტნენ ბერიკაშვილები, ეცნენ კარს და გადარეული კახი კავსაძე შერჩათ ხელში…”

0
1871
39 Views

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ერთხელ, გივი ბერიკაშვილი „პახმელიაზე“ იყო. სახლში იწვა და ისვენებდა.

დილაა. ატყდა თურმე კარზე ისტერიკული ბრახუნი. წამოხტნენ ბერიკაშვილები, ეცნენ კარს, გააღეს და გადარეული კახი კავსაძე შერჩათ ხელში. იფიქრეს, რამე მოხდაო. შევარდა კახი გივის საძინებელში და ყვირის: ადექი დროზე!

წამოხტა გივი და ეკითხება: რა მოხდა კახი, ხომ მშვიდობაა, ამ დილაადრიან რამ გადაგრიაო.

კახიმ დაიწყო: კაცო, ავდექი, ჩავედი „პაპიროსის“ საყიდლად. გამყიდველი კაცი ჩამაცივდა, გინდა თუ არა, თქვენ მსახიობი ხართო, ვუთხარი, კი ბატონო, მსახიობი ვარ-მეთქი. ჩამაცივდა, არ მითხრათ რომელი – მე თვითონ უნდა მივხვდე და გაგიხსენოო. მიყურა, მიყურა, იფიქრა, იფიქრა და რა მითხრა? მივხვდი, გივი ბერიკაშვილი ხარო.

გივი გაოცდა, მერე მაგაზე გადაირიე, რა მოხდა, კაცს შეეშალა და მაგის გამო ცოფებს ყრიო? კახი სულ გაგიჟდა: კი, ბატონო, შეეშალა, მაგრამ დავიჯერო, ასეთი მახინჯი ვარო?!“.

მათი მეგობრობა უკვდავია”, – წერს წულუკიძე.

Cesko