“ასე დამიტოვა გული კარინამ და ჩემი გულის ნაწილი წაიღო” – რას წერს ირინა სარიშვილი კარინა გრიგორიანზე

0
884
49 Views

კარინა გრიგორიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი ეხმაურება.

სარიშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კარინასთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა.

“ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობდით, ბევრს გიყვარდათ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, დავმარცხდით” – კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

“სხვაზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ.

ადრე დაპირისპირებულები პატარა ქეითის განსაცდელმა დაგვამეგობრა.

მართლა დაგვამეგობრა და არა ისე, ფეისბუქურად.

ერთი წელი თითქმის ყოველდღე და ყოველ საღამოს ერთად ვიყავით აქ ინბოქსში და თუკი რამეზე შეიძლება ლაპარაკი, ყველაფერზე ვლაპარაკობდით, ვჭორაობდით, ვიცინოდით.

არც თვითონ იმჩნევდა და არც მე არაფერს.

ერთი რაც მითხრა – ქეითის დატოვება არ მინდა და მაგიტომ ვიბრძვი სიცოცხლისთვისო.

ბოლო საუბარიც ტრადიციულად სიცილით დავასრულეთ.

მერე მიწერილზე აღარ მიპასუხა და მივხვდი რომ უკვე ძალიან ცუდადაა.

რომ წავიდა, ინბოქსი გავხსენი არ ვიცი რატომ და ელდა მეცა – გული დაუსვია ჩემ მინაწერზე რამდენიმე დღის წინ, მეტი ვერ შეძლო.
ასე დამიტოვა გული კარინამ და ჩემი გულის ნაწილი წაიღო.

უზომოდ მიყვარდა და მისგანაც იგივეს ვგრძნობდი.

მიუხედავად ყველაფრისა მაინც მქონდა იმედი რომ გადავრჩებოდით.

ალბათ იმიტომ რომ ასეთი მასშტაბის უსამართლობის წარმოდგენა არ შემეძლო.

ქეითი იყო შენი დარდი, კარინა და არ გაიყოლო დარდი თან. შენ ისეთი სიყვარული დატოვე და ისეთი კარგი მამიკო ჰყავს ქეითს, ყველაფერი კარგად ექნება – ყველა მის გვერდით ვართ.

ვერ ვწერ რასაც ვგრძნობ, უბრალოდ, გული რომ არ გამხეთქვოდა, ეს მაინც დავწერე,”-წერს ირინა სარიშვილი.

Cesko