,,იომა, ქვა-ქვაზე არ დატოვა შვილის გადასარჩენად და თვითონ ვეღარ გაუძლო”

0
1677
61 Views
,,ისე მოხდა, რომ ჩემი ექიმის ვიზიტის დროს გავითიშე. არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი. მოკლედ, მაგარი ექიმების ხელში ვარ. ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ძლივს ვწერ. როგორც კი ძალებს აღვიდგენ, მოგწერთ”, – ეს არის კარინა გრიგორიანის უკანასკნელი პოსტი 8 თებერვალს ფეისბუქში გამოქვეყნებული.
კარინა იტალიაში წავიდა შვილის გადასარჩენად, რომელსაც მძიმე დიაგნოზი ჰქონდა. გოგონას მკურნალობის პროცესში აღმოაჩინა, რომ მასაც სიმსივნე ჰქონდა. ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, თვითონ კი… კარინა იტალიაში დღეს გარდაიცვალა.
,,იბრძოლა, იომა, ქვა-ქვაზე არ დატოვა და თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი შვილი გადაარჩინა! თვითონ კი უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და მეტს ვეღარ გაუძლო. ყოველთვის, როცა სიტყვას ,,დედა” გავიგებ, შენ გამახსენდები, მეგობარო”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
Cesko