,,ქმართან 13 წლიანი თანაცხოვრება დავასრულე” – ნინო ჭოლაძე

0
2360
59 Views

ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობი ნინო ჭოლაძე სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ცნობილი და გავლენიანი ტელეჟურნალისტის, მიმის, როლს თამაშობს. მისი პატივმოყვარე და ანგარებიანი გმირი მაყურებლისგან სიმპათიას მაინცდამაინც ვერ იმსახურებს და ხშირად უარყოფითი დამოკიდებულება თავად მსახიობზეც ვრცელდება. ასეთი დამოკიდებულება ხანდახან მაშინებს კიდეცო, გამოუტყდა ნინო ,,სარკეს”.

– ნინო, მიმის ჰყავს პროტოტიპი ქართველ ტელეჟურნალისტებში? ანუ მისი მანერები, სტილი, მიმიკა ვინმეს დაესესხეთ?

– რაც უნდა არადამაჯერებელად გამომივიდეს, წლებია ტელევიზორთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე, არანაირ პოლიტიკურ ტოქ შოუს არ ვუყურებ. არც ვინმესგან ამიღია რამე. ასეთია ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მიაღწიოს წარმატებას და არის უკვე წარმატებულიც. მიხარია, რომ სხვადასხვა ჟურნალისტებს მადარებენ, ანუ მიზანში მოვარტყი.

– რას იტყვით დღევანდელ თეატრალურ ცხოვრებაზე?

– თითქოს აღარავის სცალია მაღალი ხელოვნებისთვის. აღარ იქმნება სპექტაკლები, რომლებიც დროს გაუძლებს. განცდა მაქვს, რომ უმრავლესობა მოვალეობის მოხდის მიზნით იდგმება – ვითამაშეთ და დავიშალეთ.

არა მგონია, მწირი ბიუჯეტის გამო იდგმებოდეს ცუდი სპექტაკლები. ვფიქრობ, რომ პრობლემა შემოქმედებით პროცესშია. არ შეიძლება ყველა რეჟისორი იყოს და ყველას მსახიობი ერქვას.

– თეატრისა და სერიალის პარალელურად კაფეც გახდა თქვენი შემოსავლის წყარო.

– ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა თეატრიდან ცოტა ხნით წამოვედი. კაფე კი იყო სცენა, სადაც ადამიანებთან ვამყარებდი კონტაქტს. კაფემ ბევრი რამ გადამატანინა. რომ არა იქაური ანაზღაურება, რთული იქნებოდა ცხოვრება.

– თქვენი პირადი ცხოვრება მჩქეფარეა?

– ვცხოვრობ მარტო, ბავშვებთან ერთად. წლების წინ ქმართან 13 წლიანი თანაცხოვრება დავასრულე. ეს თავისთავად მოხდა.ცხოვრებაში რაღაცები იწყება და მერე მთავრდება. ჩვენს ურთიერთობაშიც ასე მოხდა.

Cesko