,,მეწყინა ბაღაშვილის ოჯახის დანგრევა და გეტყვით, რატომ” – მიხეილ ზაქარიაშვილი

0
1758
42 Views

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი მუსიკოს გია ბაღაშვილის ოჯახის გარშემო ამბებს პოსტით ეხმაურება და საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარ ტრავმებზე წერს:

,,იცით, რა? მე არ გამიხარდა ბაღაშვილის ოჯახის დანგრევა, მეტსაც გეტყვით,  ძალიან მეწყინა და ვინერვიულე. ალბათ მეტყვით, რატომო.

აგიხსნით: მეც დამენგრა ოჯახი და ვიცი, ქალის დაკარგვას რამენაირად გაუძლებთ, გადაიტანთ, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ არ იცით და ვერ ხვდებით, რა ტრავმას აყენებთ ბავშვს, რაც არ უნდა კარგად იზრდებოდეს, მაინც დიდ ტრავმას აყენებთ! როცა მინდოდა, ჩემი შვილი არ მყავდა გვერდით და მთელი ცხოვრემა მისი ნახვის სურვილში გავატარე.

მერე ყველა დედა მამის წინააღმდეგ განაწყობს თავის ბავშვს, უფროსებმა არ იციან, როგორ ტრავმას აყენებენ ბავშვს! თან სულ იმაზე ვფიქრობ, 4 შვილს რომ აჩენ, მოგწონს ქმარი და იმიტომ, ასევე მოგწონს ცოლი და იმიტომ და მერე რატომ ხდება, რომ არ მოგწონს და სხვასთან გარბიხარ? ეს არასერიოზულია, ჩემი აზრით, ამას უტყუარი მიზეზი სჭირდება, ღალატი ან კიდევ უფრო დიდი უბედურება!

არ დაცილდეთ ერთმანეთს, გევედრებით, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ დაგენგრეთ ოჯახი, ეს ყველასთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა რომელსაც ახლა ვერ ხვდებით და ასაკთან ერთად მტკივნეულად შეიგრძნობთ”.

ბატონი მიხეილის პირველი ქორწინება მსახიობ ნინო ლეჟავასთან განქორწინებით დასრულდა. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.

Cesko