29 Views
ფონიჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე 45 წლამდე პოლიციელს სცემეს.
როგორც “ინფო რუსთავს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცმა ავტომობილით გაიარა და, სავარაუდოდ, მეორე ავტომობილის მძღოლს უხეშად მიმართა.
აღნიშნული შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდები ავტომობილებიდან გადმოვიდნენ და მალევე ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბის დროს მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული პირი პოლიციელი იყო და, სავარაუდოდ, კონფლიქტის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“სასწრაფომ წაიყვანა პოლიციის დაშავებული თანამშრომელი. თავი ჰქონდა გატეხილი. ჩხუბის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა“,- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.