“სახლში მინდა, საქართველოში, არც სამსახური მაქვს, არც ბილეთი, არც ფული” – პოლონეთში ჩარჩენილი ქართველის თხოვნა და ემიგრანტების  რეაქცია

0
534
24 Views

დიდი გამოხმაურება მოჰყვა პოლონეთში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის პოსტს, სადაც წერდა, ,,სახლში მინდა, საქართველოში. არც სამსახური მაქვს, არც ბილეთი მაქვს, არც ფული. ჰოსტელშიც როდემდე გამაჩერებენ უფულოს, არ ვიცი”.

პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა მაშინვე დახმარების ხელი გაუწოდეს, ზოგი ბილეთს ჩუქნიდა, ზოგი სამსახურს სთავაზობდა.

,,პოლონეთში მაგარი ყურადღებიანი ქართველები ყოფილან. წლების წინ გერმანიაში დახმარება რომ ვითხოვე, ჯგუფში ხალხი დამცინოდა. ქუჩაში გვერდს მივლიდნენ და რა ვიცი”, ,,ღმერთმა დაგლოცოთ,  ქართველებო. მეამაყებით და მიყვარხართ. ისიც დაიწერა, როგორ ჩამოჰყავთ მოტყუებით და ქუჩაში ტოვებენ ხალხს. მე მათ ქართველებს არ ვუწოდებ. აი, ესაა ჩემი ერი,  რასაც აქ ვკითხულობ”, ,,გენაცვალეთ ყველას, ვინც დაეხმარეთ და ვინც ვერ დაეხმარეთ. დამსაქმებლების 90 პოცენტი არის პროპკა, ესენი აფუჭებენ და ფულის გამო რეებს არ აკეთებენ. ამთ გამო ხდებიან ცუდები ქართველები. 50 პროცენტზე მეტი გადაგდებულია, მოტყუებულია და სხვა გზას არ უტოვებენ და იპარავენ. რა ქნან, სხვა გზა არა აქვთ. ეს დამსაქმებლები უნდა გაატყავო. დაასაქმე უფასოდ, მოაწყე ნორმალურად ადამიანი და რასაც გცემს პატივს, გცემს”, ,,ჩემი თავი წარმოვიდგინე იმ ბიჭის ადგილას და რამდენი ადაიანი დამიდგებოდა გვერდზე. ერთმანეთი უნდა გავიტანოთ ევროპაში, ყველა  ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდზე”, ,,აქ, პოლონეთში არის არასამთავრობო ორგანიზაცია, iom ჰქვია, უფასოდ გყიდულობენ ბილეთს და დაგეხმარებიან დაბრუნებაში”, – წერენ ქართველები ემიგრაციიდან.

Cesko