„მოგწონს თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო“ – პუტინი ზელენსკის დაწუნებულ მინსკის შეთანხმებაზე

0
504
34 Views

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების დაწუნებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, არის თუ არა ცოცხალი, ან აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა – მე მივიჩნევ, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. გავიმეორებ, კიევში ან ამბობენ, რომ დააკვირდებიან, ან – ჩვენ ქვეყანას დაანგრევსო. მოქმედმა პრეზიდენტმა (ვოლოდიმირ ზელენსკიმ) არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს, – მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო, შესრულებაა საჭირო, სხვანაირად არ გამოვა.

არ სურთ დონბასის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი. (შეთანხმებაში) წერია, რომ უნდა განიხილონ და შეთანხმდნენ მათთან, სხვანაირად როგორ იმუშავებენ?! შეუძლებელია! ამიტომ ვაჟკაცობა უნდა მოიკრიბო, აღიარო რა წერია, არ თქვა შავზე თეთრიაო და თეთრზე შავიაო,“ – თქვა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე.

Cesko